ქლიავის ბრენდი

ეს განსაკუთრებული სასმელი ხელითნარჩევი ქლიავისგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის ნოყიერ მიწებზეა მოყვანილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში გამოიხდება, ქლიავისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით, რათა მისი ყველა თვისება და არომატი შენარჩუნდეს. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ ყინულის ფილტრაციას გადის.

ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად გამჭვირვალე სითხეს, რომლის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ მწიფე ქლიავის მდიდარ არომატს.

Try Also