ღვინის ქარხანა

„ვილა მოსავალის“ გამორჩეული ღვინოები, რომელთაც არაერთი ჯილდო მიუღიათ, განსაკუთრებული ტერუარის, ვენახთან მუშაობის გამორჩეული პრინციპებისა და უმაღლესი დონის ღვინის ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება. თაობებიდან გადმოცემული ტრადიციული ცოდნა, მეცნიერულ დონეზე აყვანილი პროცესი და მოდერნიზებული ტექნოლოგია მათი მუშაობის პრინციპებია.

ჩვენ ფერმენტაციისათვის ვიყენებთ  ევროპულ უჟანგავი ფოლადის ავზებს, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას „ქვევრის ტექნოლოგია“
და ამავდრულად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დავარგება ხდება ფრანგული მუხის კასრებშიც.

ჩვენი ვენახების 40 ჰექტარი  განლაგებულია კახეთისა და ქართლის, მრავალფეროვან და ნოყიერ მიწებზე, სადაც მოგვყავს სხვადასხვა სახეობის ყურძენი განსხვავებული შაქრიანობისა და მჟავიანობის მიხედვით. ვენახში ყველა ქმედება სრულდება ხელით, მოკრეფის შემდგომ ყურძნის ტრანსპორტირება კი მცირე ზომის ყუთებით ხდება, რათა სათუთად და დაუზიანებლად მოვიტანოთ ქარხანამდე.

ღვინის საძველე

ოთხი მეტრის სიღრმეზე განლაგებული ღვინის საძველეში, ბუნებრივად ნარჩუნდება იდალური ტემპერატურა და ტენიანობა ღვინის დასაძველებლად. აქ ფრანგული მუხის კასრებში ინახება სხვადასხვა სახეობის უნიკალური ღვინო, სადაც დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ ხასიათს და არომატს იძენს.  ამ სივრცეში ყველაფერი ხელნაკეთია და გამოყენებულია ძველი ქართული აგური და მუხა.

ამ სივრცეში სტუმრებისთვის ტარდება ღვინის დეგუსტაცია პროფესიონალ მეღვინესთან ერთად, რომლის დროსაც უამრავ საინტერესო ისტორიას მოისმენთ და ეზიარებით ქართული ღვინის შექმნის სიბრძნეს, რომელიც მრავალი საუკუნის შემდეგ ჩვენამდე მოვიდა.  

ქართული ღვინის მარანი

ისევე როგორც ქართულ მეღვინეობაში, მარანი ვილა მოსავალის კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ბირთვია, სადაც ყურძენსა და ღვინოსთან შეხება და ყველა პროცედურა მხოლოდ ხელით ხორციელდება.  ღვინო ქართულ ტრადიციულ ჭურჭლის ქვევრებში ინახება და  აქვე ხდება ღვინის ძველი ქართული მეთოდით დარევა.

ჭაჭის კუთხე

„ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი შესანიშნავი ჭაჭა, თავის უნიკალურ ხასიათს გამორჩეული ყურძნის მტევნებიდან იძენს, რომლთა ფერმენტაცია ქვევრებში ხდება და გამოიხდება ქართული ტრადიციული წესებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იხვეწებოდა.  ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი,  სპილენძის  დისტილაციის აპარატში გამოიხდება.  აქვე იწარმოება სხვადასხვა ხილის  ბრენდი, რომელსაც ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას.

ჭაჭის კუთხეში, შექმნილია სასიამოვნო გერემო იმისათვის, რომ შეიმეცნოთ ჭაჭის გამოხდს პროცესი, გაიაროთ მასტერკლასი, ჩაერთოთ დეგუსტაციაში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სასმელი.

ჩვენი ღვინოები