ვაშლის ბრენდი

ეს განსაკუთრებული სასმელი ხელითნარჩევი ვაშლისაგან მზადდება, რომელიც ქართლის რეგიონის უხვმოსავლიან მიწებზეა მოწეული. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული ეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში ვაშლისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას.

ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად სუფთა სასმელს, რომლის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ვაშლის გამორჩეულ და მადისაღმძვრელ გემოს, ჰარმონიული დაბოლოებით.

Try Also