ტყემლის ბრენდი
„ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ეს დახვეწილი სასმელი ხელით მოკრეფილი ტყემლისგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის უხვმოსავლიან მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში ტყემლისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას.
ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად სუფთა სასმელს, რომლის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ერთდროულად ძლიერ და დახვეწილ ტყემლის არომატს.