ევროპული რესტორანი

ეს რესტორანი გამოირჩევა ელეგანტური დეკორით, რომელიც ერწყმის გარშემო სიმწვანეს და ლამაზ ხედებს.დიდი მრგვალი მაგიდები, თანამედროვედ აღჭურვილი ბარი, მაღალტექნოლოგიური ხმის სისტემა, სცენა და მაღალი ხარისხის მომსახურება, ნებისმიერი ღონისძიებას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, ეს იქნება დღესასწაულის აღნიშნვა, სადილი, საუზმე თუ უბრალოდ წახემსება. ჩვენი შეფ-მზარეული კი იზრუნებს იმაზე, რომ შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი, გემრიელი და საინტერესო ევროპული და აზიური კერძები.

ქართული კუთხე

ქართული კუთხის ძირძველი, ტრადიციული კერძების მრავალფეროვნება და საგულდაგულოდ მოწყობილი მყუდრო გარემო საუკეთესო ადგილია ნამდვილი ქართული ნადიმისათვის.  აქ თქვენ შეძლებთ გაეცნოთ და დააგემოვნოთ ისეთი კერძები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მათ საუკეთესო  თანამედროვე  ვარიაციას შემოგთავაზებენ ჩვენი მზარეულები.

დააგემოვნეთ ღია სამზარეულოში, უახლესი პროდუქტით მომზადებული კერძები, თონიდან ამოღებული ახლად გამომცხვარი თონის პური, მაყალზე შემწვარი მწვადი, ჩვენი ღვინის მარნიდან მოწოდებული ღვინოების მრავალფეროვნება და ამავდროულად დატკბით მწვანე ლანდშაფტით და საყვარელი ადამიანების გარემოცვით. ეს კუთხე დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ ქართული კულინარიისა და ტრადიციების სამყაროში.

აუზის ბარი

აუზში ცურვისა და განტვირთვის შემდგომ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახლად მომზადებული სხვადასხვა სასმელები აუზის გვერდით მდებარე ბარში. გამოცდილი ბარმენი სხვადასხვა კოქტეილებსა და ცოცხალი ხილის ლიმონათებს შემოგთავაზებთ, ასევე წასახემსებლად შეგიძლიათ  გრილზე მომზადებული ჯანსაღი და გემრიელი კერძები, სენდვიჩები, ბურგერები, პიცა ან დესერტი მიირთვათ.

ამავე ბარის მეორე სართულის ტერასაზე კი განსაკუთრებული ადგილებია მათთვის ვისაც საყვარელი სასმელისა და კერძის დაგემოვნებისას თვალწარმტაცი ხედების თვალიერება უყვარს.  აქედან იშლება ხედი მთებზე, ვენახებზე და ნატახტარის აეროდრომზეც კი.

ჩვენი სამზარეულოს პოპულარული კერძები:


აფხაზურა ჭარხლის აჯიკით

გამომცხვარი ზუთხი მრავალფეროვანი გარნირითა და სხვადასხვა სოუსით

კალმახი ხორბლის გარნირით

წიწილი გურულ სოუსში

ბლინები მანგოს სოუსით

ჩიზქეიქი გოგრის მურაბით

ხინკლის  დესერტი მანგოს მუსში.