ღვინის საწარმო

შთამბეჭდავი ღვინის გემომ მისცა ოჯახს საბაბი, რომ გაეცნოთ ხალხისთვის ეს უგემრიელესი პროდუქტი. ასე წარმოიშვა ღვინის ქარხნის შექმნის იდეა. აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით 2018 წლის აპრილში, საფუძველი ჩაეყარა ღვინის ქარხნის მშენებლობას. მეღვინეობის განვითარებასთან ერთად ოჯახმა დაიწყო სასტუმრო-კომპლექსი „ვილა მოსავალის“ მშენებლობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ კახეთში ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის სასტუმროა, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო გაეხსნა თბილისთან ახლოს, ნატახტარში და მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.

კომპლექსს ამშვენებს პატარა საჩვენებელი ვენახი და მოშორებით სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია დიდი ვენახიც. ვილა მოსავალის მთავარი ხიბლი ის არის, რომ თბილისიდან ნახევარ საათში, სტუმრები სრულიად სხვა გარემოში მოხვდებიან. ისინი შეძლებენ დატკბნენ ულამაზესი ხედებით, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი სასტუმროს ნომრებით, დახვეწილი ღვინითა და საუკეთესო ქართული სამზარეულოთი. ჩვენმა შეფ-მზარეულებმა გააცოცხლეს ძირძველი კერძები და შეძლეს მათი გათანამედროვება. 

სასტუმრო

სასტუმრო კომპლქესი ვილა მოსავალი მდებარეობს, თბილისთან ახლოს, ნატახტარში, ახალუბანში, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში. ტერიტორია მოიცავს დიდ ეზოს, სადაც სტუმრებს ბევრი სასიამოვნო აქტივობა ელოდებათ.

კომპლექსი მოიცავს აუზს, ღვინის მარანს, ვენახებს, გარე რესტორანს – ქართული კუთხე და სასტუმროს შიდა რესტორანს, რომელიც სტუმრებს უგემრიელს ქართულ კერძებს სთავაზობს.

სასტუმრო მოიცავს 28 ოთახს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ტიპის დამსვენებელზე და სრულად არის აღჭურვილი სტუმრების კომფორტისთვის. ასევე, სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი – ტერასით და ბარით, აუზის მიმდებარე ბარ-რესტორანი და ახლოს მდებარე საჯინიბო, რომელიც სტუმრების განკარგულებაშია.