ხიხვი შემაგრბეული ქვევრში

ტიპი: შემაგრებული ქარვისფერი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 16°C – 18°C

ალკოჰოლი: 17.0%

აღწერილობა:

მუქი ქარვისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია გვიანი მოსავლის ნარჩევი ხიხვის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება, ტკბილი ხილის და შოკოლადის კარგად გამოხატული არომატით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს, ხოლო კასრში დავარგება სძენს ხავერდოვან და დაბალანსებულ გემოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან.

ტექნიკური აღწერილობა

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს ახმეტის რაიონში. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.

მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა,

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება ქვევრებში , დუღილი მიმდინარეობს 22°C – 24°Cზე სრულ ჭაჭაზე. დუღილის შეჩერების და სასურველი ალკოჰოლის და სიტკბოს მისაღებად მადუღარ წვენს ემატება ღვინის სპირტი. დუღილის შეჩერების შემდეგ ღვინო დაძველებულია ქვევრში სრულ ჭაჭაზე 6 თვე, ამის შემდეგ წვენი გამოცალკევდება ჭაჭისგან და ხდება ფრანგულ მუხის კასრებში დავარგება. ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.

Try Also