ჩინური კასრის

ტიპი: მშრალი თეთრი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 10°C – 12°C-ზე

ალკოჰოლი: 12.0%

აღწერილობა:

დამზადებულია ჩინური ყურძნის ჯიშისგან. ქართლის ეს უნიკალური მშრალი ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში.მკვეთრად გამოხატული მუხის ტონები იდეალურად ერწყმის ღვინის სასიამოვნო სიმჟავეს.საუკეთესოა მიირთვათ თევზთან და ფრინველის ხორცთან ერთად.მიირთვით +12 – +14 C.

ტექნიკური აღწერილობა:

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს მუხრანის ველზე. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.
მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა.

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება წნეხში, იწნეხება და იყოფა თვითნადენად და ნაწნეხ ფრაქციად,გამოწნეხვის შემდეგ გადაიტუბმბება დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარ ცისტერნაში სადაც ხდება ტემპერატურის კონტორლი, დუღილი მიმდინარეობს 16°C – 17°C-ზე, ღვინო დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში. ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.

Try Also