საფერავი შემაგრებული

ტიპი: შემაგრებული წითელი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 16°C – 18°C

ალკოჰოლი: 18.0%

აღწერილობა:
მუქი ალუბლისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ალუბლის და ტყის კენკრის არომატებით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს, ხოლო კასრში დავარგება სძენს ხავერდოვან და დაბალანსებულ გემოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან. მიირთვით +16 – +18 C.

ტექნიკური აღწერილობა

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში ,სოფელ ქვემო-ქედში ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.

მოსავლიანობა: მაქს. 7 ტ/ჰა,

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება სადუღარ ცისტერნაში, დუღილი მიმდინარეობს 22°C – 24°Cზე. დუღილის შეჩერების და სასურველი ალკოჰოლის და სიტკბოს მისაღებად მადუღარ წვენს ემატება ღვინის სპირტი. დუღილის შეჩერების შემდეგ წვენი გამოცალკევდება ჭაჭისგან და ხდება ფრანგულ მუხის კასრებში დავარგება. ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.

Try Also