საფერავი ქვევრი

ტიპი: მშრალი წითელი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 16°C – 18°C-ზე

ალკოჰოლი: 15.0%

აღწერილობა:

მუქი ალუბლისფერი, მშრალი ღვინო დამზადებულია ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდით. ხასიათდება ინტენსიური და მდგრადი მაყვლის, ჟოლოს და მოცხარის არომატებით.მკვეთრად გამოხატული ტანინი, საუკეთესოდ ერწყმის მსუბუქ მჟავიანობას და დაბალანსებულ გემოს წარმოქმნის.ეს ღვინო საუკეთესოა შემწვარ საქონლის ხორცთან, ყველის და თხილის ნაირსახეობასთან ერთად. მიირთვით +16 – +18 C.

ტექნიკური აღწერილობა

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში . ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.

მოსავლიანობა: მაქს. 7 ტ/ჰა

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება ქვევრებში და სადუღარ ცისტერნაში, დუღილი მიმდინარეობს 25°C – 28°C-ზე. დარევა ხორციელდება ჩაზელვით „პიჟაჟი“.დადუღებული ღვინო ქვევრიდან გამოცალკევდება წვენის მოხსნით, ჭაჭა კი გამოიწნეხება. რძემჟავა დუღილი ხორციელდება ალკოჰოლური დუღილის დასრულებიდან 7-8 კვირის შემდეგ.ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.

Try Also