საფერავი რეზერვი
ტიპი: მშრალი წითელი
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 16°C – 18°C-ზე
ალკოჰოლი: 14.5%
აღწერილობა:
მუქი ალუბლისფერი მშრალი ღვინო, დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება მოცვის, ალუბლის და მაყვლის ტონებით.მუხაში დავარგება ღვინოს სძენს დაბალანსებულ და ტანინით მდიდარ გემოს. საუკეთესოა ნანადირევ, სანელებლებიან ხორცთან და ყველის ნაირსახეობასთან.მიირთვით +16 – +18 C.
ტექნიკური აღწერილობა
ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში ,სოფელ ქვემო-ქედში ზღვის დონიდან 700 მეტრზე და გურჯაანის რაიონ სოფელ ბაკურციხეში. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.
მოსავლიანობა: მაქს. 7 ტ/ჰა
რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრანსპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება სადუღარ ცისტერნაში, დუღილი მიმდინარეობს 22°C – 24°C-ზე. დარევა ხდება ზევიდან დასხურებით”დელესტაჯი”. დადუღებული ღვინო ჭაჭიდან გამოცალკევდება თვითდინებით. ჭაჭა კი გამოიწნეხება.რძემჟავა დუღილი ხორციელდება ალკოჰოლური დუღილის დასრულებიდან 7-8 კვირის შემდეგ.ღვინოები დავარგებულია 7 თვე ფრანგულ მუხის კასრში, ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.