რქაწითელი ქვევრი
ტიპი: მშრალი თეთრი
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 16°C – 18°C-ზე
ალკოჰოლი: 13.0%
აღწერილობა:ტრადიციული ქვევრის მეთოდით დამზადებული ქარვისფერი, მშრალი ღვინო. ხასიათდება კომშის, თაფლისა და ლეღვის არომატებით.გემოზე საშუალოდ არის გამოხატული ტანინი. მუხის კასრში ნაწილობრივი დავარგება, ღვინოს მეტად დაბალანსებულს ხდის.გამოირჩევა სასიამოვნო და ხანგრძლივი დაბოლოებით.საუკეთესოა მიირთვათ მწვადთან, შემწვარ გოჭთან და დავარგებულ ყველთან. მიირთვით +16 – +18 C.
ტექნიკური აღწერილობა
ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში ,სოფელ ქვემო-ქედში ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.
მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა.
რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება ქვევრში სადაც დუღილი წარიმართება ბუნებრივ ტემპერატურაზე 25°C – 28°C-ზე, დარევა ხორციელდება ჩაზელვით „პიჟაჟი“. ექვსი თვე ჭაჭაზე და ლექზე დაყოვნების შემდეგ ღვინის 30% დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში, ექვსი თვის შემდეგ საბოლოოდ გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში. ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.