გორული მწვანე

ტიპი: მშრალი თეთრი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 10°C – 12°C-ზე

ალკოჰოლი: 13.5%

აღწერილობა:

გორული მწვანე არის უნიკალური თვისებების მქონე ქართლის რეგიონის ტრადიციული თეთრი ყურძნის ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი მშრალი ღვინო, მომწვანო ელფერით. ხასიათდება კარგად გამოხატული ჯიშური არომატებით,რასაც სასიამოვნოდ ერწყმის მუხის ტონები, ღვინო გამოირჩევა საშუალო მჟავიანობით, დავარგებულია ლექზე მუხის კასრში, რაც მის ხანგრძლივ დაბოლოებასა და დაბალანსებულ გემოში გამოიხატება.

სასურველია მიირთვათ სალათებთან და ნანადირევ ფრინველის ხორცთან.

ტექნიკური აღწერილობა :

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს მუხრანის ველზე, ქართლის რეგიონში ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით,

მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა.

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება წნეხში, იწნეხება და იყოფა თვითნადენად და ნაწნეხ ფრაქციად,გამოწნეხვის შემდეგ გადაიტუბმბება დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარ ცისტერნაში სადაც ხდება ტემპერატურის კონტროლი, დუღილი მიმდინარეობს 16°C – 17°C-ზე . დადუღების შემდეგ ღვინო დავარგებულია ლექზე ფრანგულ მუხის კასრში.

Try Also