ჩინური
ტიპი: მშრალი თეთრი
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 16°C – 18°C-ზე
ალკოჰოლი: 12.0%
აღწერილობა :
ღია ქარვისფერი, მშრალი ღვინო, დამზადებულია ქვევრის ტრადიციული მეთოდით ჩინური ყურძნის ჯიშისგან. მკვეთრად არის გამოხატული კომშის, გარგრისა და ქლიავის ჩირის არომატები. საშუალო მჟავიანობა და ტანინი სასიამოვნოდ დაბალანსებულ გემოს ქმნის. არაჩვეულებრივად ერწყმის თეთრ ხორცს, ყველის ასორტსა და ხილის ჩირს.
მიირთვით +16 – +18 C.
ტექნიკური აღწერილობა
ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს მუხრანის ველზე. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.
მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა.
რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება ქვევრში სადაც დუღილი წარიმართება ბუნებრივ ტემპერატურაზე 25°C – 28°C-ზე. ექვსი თვე ჭაჭაზე და ლექზე დაყოვნების შემდეგ დურდო იწნეხება და გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში. ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.