რქაწითელი

ტიპი: მშრალი თეთრი

მოცულობა: 750 მლ

მიირთვით: 8°C – 10°C-ზე

ალკოჰოლი: 13.5%

აღწერილობა:

რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო მოყვანილი ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ხასიათდება კარგად გამოხატული მსხლის,ნესვისა და მანგოს მდგრადი არომატებით. გემოზე სასიამოვნოდ მჟავიანია და გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით. საუკეთესოა მიირთვათ თევზთან, ევროპული ყველის ასორტთან და მსუბუქ სალათებთან. მიირთვით +8 – +10 C.

ტექნიკური აღწერილობა :

ვენახი და ყურძენი: ვენახი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში ,სოფელ ქვემო-ქედში ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ვენახის სამუშაოები ხორციელდება ხელით, ყურძენი იკრიფება ხელით.

მოსავლიანობა: მაქს. 8 ტ/ჰა.

რთველი: ხელით შერჩევითი კრეფა და მცირე ზომის ყუთებით ტრასპორტირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს.

მოტანისთანავე ყურძენი თავსდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანაში, შემდეგ დურდო თავსდება წნეხში, იწნეხება და იყოფა თვითნადენად და ნაწნეხ ფრაქციად,გამოწნეხვის შემდეგ გადაიტუმბება დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარ ცისტერნაში სადაც ხდება ტემპერატურის კონტროლი, დუღილი მიმდინარეობს 16°C – 17°C-ზე . ღვინოების საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ , გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება.

Try Also