კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ვილა მოსავალში“
„ვილა მოსავალი“ – დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.
ვილა მოსავალი წარმოგიდგენთ
ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას
ამოქმედების თარიღი: 01.04.2025წ.
მიგვაჩნია, რომ ვებგვერდის https://villamosavali.com/ ადმინისტრაცია ვალდებულია შეინარჩუნოს თქვენი კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემების დაცვას. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR). მიზნები, რისთვისაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არის: ჩვენი სერვისის გაუმჯობესება, ამ ვებგვერდის ვიზიტორებთან კომუნიკაცია, მომხმარებლის მონაცემების დამუშავება ონლაინ გაყიდვების მიზნით, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა, ვებგვერდის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც გაწეული ან გასაწევი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.
ვინ ვართ ჩვენ:
ჩვენ ვართ პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი – შპს „ვილა მოსავალი“, ტელ: +995 32 229 59 99
მონაცემთა სუბიექტი:
ვებსაიტის ნებისმიერი მომხმარებელი
პერსონალური მონაცემების შენახვა და დამუშავება
თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების საფუძველს წარმადგენს თქვენივე მოთხოვნის შესაბამისად გარიგების დადება და დადებული გარიგების ფარგლებში ორმხრივად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ასევე თქვენთვის მომსახურების გაწევა. ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დავამუშავება ხდება თქვენი თავისუფალი თანხმობის საფუძველზე, რაც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია, ქონების დეტალები (ოთახის დეტალები), ქუქი ფაილები. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოწოდებისგან თუ არ შეიყვანთ ამ მონაცემებს ჩვენს ვებგვერდებზე არსებულ ფორმებსა თუ ველებში და არ გამოიყენებთ არსებულ პერსონალიზებულ მომსახურებებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენთან საკომუნიკაციო სხვა ფორმა, რაც შეიძლებ იყოს პირდაპირი ვიზიტი, სატელეფონო კავშირი ან საინფორმაციო მეილი. თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი უფლებების ზედმიწევნით უზრუნველსაყოფად.
მონაცემთა შენახვა, შეცვლა და წაშლა
მომხმარებელს, რომელმაც https://villamosavali.com/ -ს მიაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები, აქვს მათი შეცვლისა და წაშლის მოთხოვნის უფლება, ასევე, უფლება გააუქმოს შეთანხმება მონაცემთა დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, თქვენივე მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმების/ანგარიშის დეაქტივაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე განხორციელდება თქვენი მონაცემების წაშლა.
ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა/გაზიარება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერვისის პროვაიდერებთან: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს – სერვისის პროვაიდერებს, რათა დაგვეხმარონ ვებგვერდის მუშაობაში და გაუმჯობესებაში.
ბ) სამართლებრივი მოთხოვნებისთვის: თუ ამას მოითხოვს კანონი ან ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, მათი კანონიერი მოთხოვნის პასუხად.
გ) თქვენი თანხმობით: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მხარეებს თქვენი აშკარა თანხმობით. თუ მონაცემები გადაეცა მესამე მხარეს, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩვენ ორგანიზაციასთან, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მონაცემებში რაიმე ცვლილებას.
ვიზიტის ტექნიკური მონაცემების დამუშავება
თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერატიული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის ჩანაწერებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს თქვენი https://villamosavali.com/ -ზე შესვლისას.
ქუქი ფაილების დამუშავება
ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს ვებგვერდის შინაარსის სწორად ჩვენებისთვის და https://villamosavali.com/ -ს დათვალიერების მოხერხებულობისთვის. ეს არის პატარა ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე. ისინი ეხმარებიან ვებგვერდს დაიმახსოვროს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, რომელ ენაზე იყენებთ ვებგვერდს და რომელი გვერდები გაქვთ უკვე გახსნილი. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მომდევნო ვიზიტის დროს. ქუქი ფაილების წყალობით, ვებგვერდის დათვალიერება ბევრად უფრო მოსახერხებელი ხდება. თქვენ თავად შეგიძლიათ დააყენოთ ქუქი ფაილების მიღება და დაბლოკვა თქვენ ბრაუზერში. ქუქი ფაილების მიღების შეუძლებლობამ შეიძლება შეაფერხოს ვებგვერდის ფუნქციონირება
პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვა სერვისების მიერ
ეს ვებგვერდი იყენებს მესამე მხარის ონლაინ სერვისებს, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა შეგროვებას ჩვენგან დამოუკიდებლად. ამ სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს ამ ორგანიზაციების სხვა სერვისებს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემები საკუთარი სარეკლამო ქსელის სარეკლამო პერსონალიზაციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა შეთანხმებებს მათ ვებგვერდებზე. ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე. ჩვენ არ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს სხვა ორგანიზაციებს ან სერვისებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გამონაკლისის სახით, შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს იმ სახელმწიფო ორგანოებს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ასეთი ინფორმაცია.
ბმულები სხვა ვებგვერდებზე
ჩვენი ვებგვერდი https://villamosavali.com/ შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებგვერდების შინაარსზე. ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ ყველა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვიეთ, თუ ასეთი პოლიტიკა არსებობს.
მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების მრავალფეროვან ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ გამოვიყენოთ კომერციულად მისაღები საშუალებები თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება, შესაბამისად აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერი, რომლითაც სარგებლობთ შესაფერისად დაცული უნდა იყოს ისეთი საშიში პროგრამებისგან, როგორიცაა ტროანები, კომპიუტერული ვირუსები და ვორმები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეს ნაწილი კი უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს:
ა) ლოგირება – აღნიშნული უსაფრთხიოების ტექნიკური ზომის საშუალებით აღვრიცხავთ თქვენს მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებას და ინტერაქციას ჩვენს სისტემაში.
ბ) როლებზე დაფუძნებული წვდომა – თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს, კომპეტენციის შესაბმისად.
გ) მონაცემთა მინიმიზაცია – ჩვენ ვაგრივებთ და ვინახავთ მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რაც აუცილებელია იმასათვის, რომ შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისი.
დ) Firewalls – ჩვენ ვიყენებთ მოწინავე Firewall ტექნოლოგიებს, რათა შევქმნათ ბარიერი ჩვენს შიდა ქსელებსა და შესაძლო გარე საფრთხეებს შორის. Firewall-ები ხელს უშლის არაავტორიზებულ წვდომასა და კიბერშეტევებს.
ე) გვაქვს ინციდენტებზე რეაგირების გეგმა.
ვ) რეგულარული უსაფრთხოების აუდიტები – ჩვენ ვატარებთ რეგულარულ უსაფრთხოების აუდიტებსა და შეფასებებს, რათა გამოვავლინოთ და ვიმოქმედოთ ჩვენს სისტემებში არსებული სისუსტეების წინააღმდეგ. ეს აუდიტები გვეხმარება, წინასწარ მოვახდინოთ პრევენციები შესაძლო უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ.
ზ) თანამშრომლებს ვუტარებთ ტრენინგებს კიბერ ჰიგიენაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
• მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
• მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
• განახორციელოთ წვდომა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება/შევსება.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ან განადგურება.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა.
• გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე.
ამ უფლებების განსახორციელებლად ან მათთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 32 229 59 99 ან მოგვწეროთ ელფოსტის მისამართზე: info@villamosavali.com
გასაჩივრების უფლება:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი (მონაცემთა სუბიექტის) უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების ჩვენ მიერ დარღვევის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ აღნიშნულის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თქვენი განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.
ცვლილებების შეტანა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
დროდადრო, შესაძლოა განახლდეს ჩვენი ვებგვერდის https://villamosavali.com კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ ვახდენთ ინფორმირებას ნებისმიერ ცვლილებაზე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზედა ნაწილში “ამოქმედების თარიღის” განახლებით. ჩვენ ვაკვირდებით ნებისმიერ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებს ევროკავშირსა და საქართველოში.
გამოხმაურება და საბოლოო პუნქტები
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრაციას ნომერზე: +995 32 229 59 99. თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ ვერ ისარგებლებთ
https://villamosavali.com/ -ის მომსახურებით. ამ შემთხვევაში თქვენ თავი უნდა აარიდოთ ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტს, თქვენივე ინტერესების დასაცავად, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული.
მობრძანდით „ვილა მოსავალში“ შესანიშნავი დასვენებისათვის. აქ, თბილისიდან 30 კილომერტრში,შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს.
მეტის ნახვავილა მოსავალის რესტორნები საუკეთესო შეკრების ადგილია თქვენი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის თუ თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.გაანებივრეთ თქვენი თავი ევროპული რესტორნის საუცხოო კერძებით.
მეტის ნახვა„ვილა მოსავალის“ მრავალფეროვანი კომპლექსის შუაგულში, იქ საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება, ლამაზი ვენახიც ახლოსაა, ხოლო ბარში სხვადასხვა კოქტეილებსა და კერძებს ამზადებენ, მდებარეობს თანამედროვე სტანდარტების ღია აუზი, საუნა და ჯაკუზი.
მეტის ნახვა