მეღვინეობა
„ვილა მოსავალის“ დამაარსებლთა თავდაპირველი მიზანი იყო შეექმნათ საუკეთესო ხარისხის ღვინო და მასთან ერთად სივრცე – სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღვინის დაგემოვნება კომფორტულ, ლამაზ გარემოში საუცხოო კერძების თანხლებით. მათ გააერთიანეს ტრადიცია და თანამედროვე მიდგომები და შექმნეს გამორჩეული ღვინის ბრენდი -„ვილა მოსავალი“.
მობრძანდით და დააგემოვნეთ მრავალი სახეობის ღვინო მუხის კასრიდან, ტრადიციული მარნის ქვევრებიდან ან პირდაპირ ღვინის ქარხანაში. დააჭაშნიკეთ გამორჩეული ჭაჭა და გაიარეთ მასტერკლასი „ვილა მოსავალის“ ჭაჭის კუთხეში.
მოინიშნეთ „ვილა მოსავალი“, როგორც ღვინის სამყაროში მოგზაურობის, თქვენი რიგით პირველი დანიშნულების ადგილი.