საკონფერენციო დარბაზი

დაჯავშნეთ „ვილა მოსავალის“ საკონფერენციო დარბაზი თქვენი მომავალი შეხვედრისთვის, სემინარისა თუ ტრენინგისთვის. ჩვენი გამოცდილი პერსონალი, უზრუნველყოფს, რომ თქვენმა ღონისძიებამ  უნაკლოდ ჩაიაროს.

135 კვ. მ. საკონფერენციო დარბაზის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი განლაგებით, თეატრალურ სტილში, კონფერენციისათვის თუ U-ფორმის (მრგვალი მაგიდის). დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით რაც შეიძლება პრეზენტაციებისათვის დაგჭირდეთ.  

„ვილა მოსავალის“ საკონფერენციო სივრცე განსაკუთრებულია იმით, რომ დიდი ტერასა მისი შემადგენელი ნაწილია, სადაც ასევე შესაძლებელია გამართოთ 30-40 სტუმრიანი ღონისძიება, ბუფეტი ან ყავის შესვენება.  ტერასაზე ჩვენი პერსონალი უზრუნველყოფს თქვენთვის სასურველ სერვისსა და ინვენტარს, თქვენ კი წარმატებულ ღონისძიებასთან ერთად დატკბებით  შესანიშნავი ხედებით.

საქმიანი შეხვედრების დელეგატებისთვის „ვილა მოსავალში“ მრავალფეროვანი ყავის შესვენება შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ამისათვის ისარგებლეთ საკონფერენციო დარბაზთან არსებული სპეციალური სივრცით, რომელიც ბარით  არის აღჭურვილი ან ტერასაზე გამართეთ შესვენება.  

ღია სივრცეები

აღნიშნეთ თქვენთვის განსაკუთრებული დღე ჩვენს ღია სივრცეებში, სადაც ადგილობრივი გარემოს ბუნებრივი სილამაზე, „ვილა მოსავალის“ კომპლექსი და ღვინის ქარხანა ჰარმონიულადაა შერწმული ერთმანეთთან.  ჩვენ გთავაზობთ 180 კვ. გამწვანებულ სივრცეს თქვენი სადღესასწაულო ცერემონიისათვის, ხოლო განსაკუთრებული კერძების დასაგემოვნებლად, მუსიკალური პერფორმანსების თანხლებით კი რესტორან-ევროპულ დარბაზში გეპატიჟებით.

ქორწილი

„ვილა მოსავალში“ აღნიშნული დღესასწაული არასოდეს დაგავიწყდებათ. გვანდეთ თქვენი უმნიშვნელოვნესი დღე ჩვენ, მობრძანდით ჩვენს ღია თუ დახურულ სადღესასწაულო სივრცეებში, აირჩიეთ თქვენი და თქვენი სტუმრებისთვის სასურველი კერძების მენიუ და ჩვენს პერსონალთან ერთად დაგეგმეთ ეს ლამაზი დღე.

ღვინის დეგუსტაცია

„ვილა მოსავალის“ ღვინოების დაგემოვნება ჩვენთან სტუმრობის განუყოფელინაწილია. ჩვენ გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას პროფესიონალ მეღვინესთან ერთად, რომელიც დაგათვალიერებინებთ ღვინის ქარხანას, გაგაცნობთ ღვინის ჩამოსხმის იდუმალ პროცესს, ნახავთ ღვინის საძველესა და მარანს.თქვენი თავგადასავალი ღვინის სამყაროში იწყება აქ.