ვენახი

ჩვენი ვენახების 40 ჰექტარი  განლაგებულია კახეთის,  ქართლისა და იმერეთის, მრავალფეროვან და ნოყიერ მიწებზე, სადაც მოგვყავს სხვადასხვა სახეობის ყურძენი განსხვავებული შაქრიანობისა და მჟავიანობის მიხედვით. ვენახში ყველა ქმედება სრულდება ხელით, მოკრეფის შემდგომ ყურძნის ტრანსპორტირება კი მცირე ზომის ყუთებით ხდება, რათა სათუთად და დაუზიანებლად მოვიტანოთ ქარხანამდე.

ჩვენ ფერმენტაციისათვის ვიყენებთ  ევროპულ უჟანგავი ფოლადის ავზებს, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას „ქვევრის ტექნოლოგია“ და ამავდრულად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დავარგება ხდება ფრანგული მუხის კასრებშიც.

ღვინის საცავი

ოთხი მეტრის სიღრმეზე განლაგებულ ღვინის საცავში ბუნებრივად ნარჩუნდება იდეალური ტემპერატურა და ტენიანობა ღვინის დასაძველებლად. მუხის კასრებში ინახება სხვადასხვა სახეობის უნიკალური ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ ხასიათს და არომატს იძენს. ამ სივრცეში ყველაფერი ხელნაკეთია, მასალად გამოყენებულია ძველი ქართული აგური და მუხა.

აქ პროფესიონალი მეღვინე ხშირად ატარებს ღვინის დეგუსტაციებს სტუმრებისთვის. ტურის მიმდინარეობისას მოისმენთ უამრავ საინტერესო, მრავალი საუკუნის შემონახულ ისტორიას, დააგემოვნებთ გამორჩეულ ღვინოებს და გაიგებთ ღვინის ქართული და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

ღვინის ქარხანა

მოსავლის გამორჩეული ღვინოები განსაკუთრებული ტერუარის, ვენახთან მუშაობის გამორჩეული პრინციპებისა და უმაღლესი დონის ღვინის ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება.

თაობებიდან გადმოცემული ტრადიციული ცოდნა, მეცნიერულ დონეზე აყვანილი პროცესი და მოდერნიზებული ტექნოლოგია ჩვენი მუშაობის პრინციპებია.

მარანი

ქართული მეღვინეობის ტრადიციებიდან გამომდინარე, მარანი მოსავლის კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მარანში ღვინო ქართულ ტრადიციულ ჭურჭელში – ქვევრში – ვარგდება.

ჭაჭის კუთხე

ჩვენ მიერ შექმნილი შესანიშნავი ჭაჭა თავის უნიკალურ ხასიათს ქვევრში ფერმენტირებული ყურძნის მტევნებიდან იღებს. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი,  სპილენძის  დისტილაციის აპარატში გამოიხდება.  აქვე ვაწარმოებთ სხვადასხვა ხილის  ბრენდს, რომლისთვისაც ხილის დისტილატთან ერთად, ვიყენებთ ქარხნის  ჭაბურღილიდან აღებულ წყალს. მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას.

ჭაჭის კუთხეში, შექმნილია სასიამოვნო გერემო იმისათვის, რომ შეიმეცნოთ ჭაჭის გამოხდს პროცესი, გაიაროთ მასტერკლასი, ჩაერთოთ დეგუსტაციაში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი სასმელი.

ჩვენი ღვინოები